Thursday, December 4, 2008

Wednesday, October 22, 2008

საცდელი პროექტი:
1. პროექტის სახელი:წიგნი და კომპიუტერი
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მიეჩვევიან წიგნისა და კომპიუტერის საჭიროებისამებრ გამოყენებას სასწავლო დისციპლინების შესწავლისას.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებთან ვმართავთ გამოკითხვას,როგორ იყენებენ გაკვეთილების შესწავლის პროცესში წიგნს(ან კომპიუტერს)? რა დროს ატარებენ თითოეულ მათგანთან? როდის აღწევენ უკეთეს შედეგებს?თუ ამ საკითხებზე მათ არა აქვთ ოფიციალურად მონაცემები და აინტერესებთ საკითხში გარკვევა,ვაყალიბებთ სამ ჯგუფს -„წიგნიერები“, „ინტერნეტელები“,„შუაკაცები.“
„წიგნიერები"ერთი კვირის განმავლობაში ყველა გაკვეთილს ამზადებენ მხოლოდ წიგნებიდან და აკეთებენ ყოველდღიურ ჩანაწერებს,თუ რა დრო დასჭირდათ გაკვეთილის მოსამზადებლად თითოეულ საგანში.ასევე იქცევიან „ინტერნეტელები"."შუაკაცები" იყენებენ ორივე საშუალებას.
საგნების პედაგოგებს ვთხოვთ,კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეაფასონ პროექტში მონაწილე მოსწავლეთა მომზადების დონე.
მეორე კვირაში ვაჯამებთ მუშაობის შედეგებს:თითოეული ჯგუფი ამზადებს საპრეზენტაციო მოხსენებას.პროექტის ხელმძღვანელი ამზადებს დიაგრამას,როგორ შეიცვალა მონაწილეთა თითოეული ჯგუფის შედეგები ერთი კვირის განმავლობაში.
მესამე კვირაში კეთდება პრეზენტაცია ჯგუფის მუშაობის შედეგებზე.კეთდება დასკვნები:რომელი საგნების შესწავლისას უფრო ეფექტურია წიგნის გამოყენება ან ინტერნეტქსელი,რატომ?რას ურჩევდით თანატოლებს?
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:14-15 წ.,VIII-IX კლასები
5.ვადები/ხანგრძლივობა:სამი კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დისკუსია,ჯგუფებად დაყოფა, კონკრეტული მიზნების განსაზღვრა,დღიურების შექმნა,პრეზენტაციის მომზადება,დასკვნების გაკეთება.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:დღიურები,საპრეზენტაციო მოხსენებები,დიაგრამა,წერილობითი რეკომენდაციები.
8.სარგებელი სხვებისათვის:ინტერნეტის საშუალებით პროექტის მონაწილეები თანატოლებს მისცემენ რჩევებს,როგორ გაანაწილონ დრო წიგნთან და კომპიუტერთან სწავლის მაღალი ხარისხის მისაღწევად.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთან კავშირი:ქართული ენა,მათემატიკა,ისტ
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან -შესაბამისად ჩაერთვებიან
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:იზოლდა ჩიტაძე
13.პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა:IZOLDA.CHITADZE@GMAIL.COM
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea2e865
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://wignidakompiuteri.blogspot.com